საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ასოცირებული პროფესორი, საზღვაო სამართლის საერთაშორისო ექსპერტი ეკა სირაძე წაიკითხვას ლექციას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის (IMO-IMLI) სტუდენტებისთვის

 

2023 წლის 23 დეკემბერს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, საზღვაო სამართლის საერთაშორისო ექსპერტი ეკა სირაძე წაიკითხავს ლექციას „რეგიონალური საზღვაო გარემოს დაცვითი ხელშეკრულებები“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის (IMO-IMLI) სტუდენტებისთვის „საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ლექციათა კურსის ფარგლებში. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტსა და მალტაზე არსებულ საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე ადის, რასაც საფუძველი ჩაეყარა 2023 წლის სექტემბერში თსუ-ს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და IMLI-ს შორის თანამშრომლობის შესახებ სამმხრივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.

 

 

თარიღი: 24/11/2023